
„ნათელი თვალის“ ყოველთვიური მიზანი — 900 ₾
ეს მხარდაჭერა ხმარდება „ნათელი თვალის“ მუშაობას და არ წარმოადგენს კონკრეტული ბენეფიციარისთვის განკუთვნილ შემოწირულობას.
ჩვენ არ ვართ ფონდი!
თანხა არ გროვდება ჩვენთან — ირიცხება პირდაპირ ოჯახის ანგარიშებზე 🤝
გვერდის შემოსავალი ხმარდება მხოლოდ რეკლამას (Boost) და ბავშვების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას. 📢🎯 ჩვენი მიზანია
დავეხმაროთ ბავშვებსა და ოჯახებს, რომლებსაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდებათ მხარდაჭერა.
„ნათელი თვალი“ აკავშირებს მათ, ვისაც დახმარება სჭირდება, მათთან, ვისაც დახმარება შეუძლია.
👥 ჩვენი ბენეფიციარები

ნიკა წლების განმავლობაში სხვების დასახმარებლად იბრძოდა — დღეს დახმარება თავად ნიკას სჭირდება
წლების განმავლობაში ნიკა საკუთარი შესაძლებლობებით ცდილობდა ადამიანების პრობლემების გაშუქებას, მათი ისტორიების საზოგადოებამდე მიტანას და მათ გვერდით დგომას. მისივე თქმით, ამ გზაზე საზოგადოების დახმარებით არაერთი ადამიანის ცხოვრებაში შეძლო ცვლილების შეტანა. მუდმივი მხარდამჭერების დახმარებით შეიძინა სამუშაო ტექნიკაც და შეძლო საკუთარი იდეებისა და მიზნების განხორციელება. მაგრამ დღეს თავად აღმოჩნდა რთულ ფინანსურ მდგომარეობაში.
სრულად ნახვა →
იოანეს ჩვენი დახმარება სჭირდება — მკურნალობის გასაგრძელებლად
ოჯახის ინფორმაციით, იოანეს ჯანმრთელობის მდგომარეობა არაერთმა გართულებამ დაამძიმა. მას **ხერხემალზე აქვს სიმსივნური წანაზარდი**, ასევე აღენიშნება **სისხლში ინფექცია** და კვლავ საჭიროებს დროულ მკურნალობას.
სრულად ნახვა →
17 წლის დათოსთვის დათას სიცოცხლისთვის ბრძოლა გრძელდება
დათას დასახმარებლად უკვე ჩაირიცხა **41 000 ლარი!** ეს თანხა თქვენ — თითოეული თქვენგანის დახმარებით, გაზიარებითა და თანადგომით — სულ რაღაც **3 დღეში** შეგროვდა.
სრულად ნახვა →
5 წლის დათის სიცოცხლის გადასარჩენად, მარტოხელა 33 წლის დედამ სახლი გაყიდა
ძალიან ბევრჯერ დავწერე და წავშალე ეს პოსტი… ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, კიდევ ერთხელ გთხოვოთ თანადგომა ჩემი დათასთვის. უპირველესად, მინდა თითოეულ თქვენგანს უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ ყველაფრისთვის, რაც აქამდე ჩემი შვილისთვის გაგიკეთებიათ. ნამდვილად არ მეგონა, რომ კიდევ მომიწევდა თქვენთვის დახმარების თხოვნა, მაგრამ დღეს ისევ თქვენი იმედი მაქვს.
სრულად ნახვა →
დაგვეხმაროთ 6 წლის დაჩის მკურნალობის გაგრძელებაში
ჩემი შვილი სასწაულით გადამირჩა — ჩვენს თვალწინ მეორე სართულიდან გადმოვარდა. მაშინ არავის გვეგონა, თუ გადარჩებოდა... მან უმძიმესი დაზიანებები მიიღო, მათ შორის უიშვიათესი თვალის ფსკერის მოტეხილობა. ჩაუტარდა **ორი უმძიმესი ოპერაცია — ერთი საქართველოში, მეორე თურქეთში
სრულად ნახვა →
7 წლის ავთოსთვის სასწრაფოდ გვჭირდება საკვები
ავთო აუტისტური სპექტრის მქონე 7 წლის ბავშვია. ამ წუთებში დედა ვერ ახერხებს მის დამშვიდებასა და დაძინებას — **ბავშვი მშიერია და ოჯახს მისთვის საკვები აღარ აქვს
სრულად ნახვა →
😔 6 თვის დაჩის ერთი თვის საკვები სჭირდება...
დაჩი მხოლოდ 34 კვირაზე დაიბადა. პატარა ბიჭმა სიცოცხლის პირველივე დღეებიდან ბევრი იბრძოლა — დიდი დრო გაატარა კლინიკაში, სანამ დედასთან ჯანმრთელი დაბრუნდებოდა. 💔
სრულად ნახვა →
ნატალი ქარელიშვილი, 4 წლის
დიაგნოზი: ნეირობლასტომა, III სტადია ნატალის დაავადება 2024 წელს დაუდგინდა. ამჟამად მას ესაჭიროება აუცილებელი კვლევებისა და ექიმთან ვიზიტის ჩატარება, მათ შორის
სრულად ნახვა →
3 წლის გაბრიელს ისევ საჭმელი აღარ აქვს.
20 დღის წინ ამ ოჯახს დავეხმარეთ… დღეს კი 3 წლის გაბრიელს ისევ საჭმელი აღარ აქვს.
სრულად ნახვა →
4 წლის სანდროს დახმარება სჭირდება
გამარჯობა, მეგობრებო. ❤️ ძალიან მრცხვენია, რომ დახმარებას გთხოვთ, მაგრამ სხვა გზა აღარ მაქვს. 🙏 დახმარებას ჩემი 4 წლის სანდროსთვის ვითხოვ. მას 4 თვის ასაკიდან დღემდე 7 მძიმე ოპერაცია აქვს გადატანილი. ახლა იწყებს იმ ყველაფრის სწავლას, რაც ჯანმრთელ ბავშვს ბევრად ადრე უნდა დაეწყო. სანდრო მხოლოდ აფთიაქის ფაფას, შაგაიკას და იოგურტს მიირთმევს.
სრულად ნახვა →
სანდროს დახმარება სჭირდება
ეს მესამე პატარა სანდროს ისევ თქვენი თანადგომის და დახმარების იმედი აქვს. თქვენს მიერ გაღებული მცირედი ფულადი დახმარება ჩემს შვილს აახლოებს მიზანთან, რათა მან სრულფასოვნად შეძლოს სიარული და თამაში.
სრულად ნახვა →
5 წლის სოფიას დახმარება სჭირდება
ეს მეორე უკვე 8 თვეა, 5 წლის სოფია ნეირობლასტომას ებრძვის — ბავშვთა ასაკში ერთ-ერთ ყველაზე რთულ და აგრესიულ ონკოლოგიურ დაავადებას. 🎗️
სრულად ნახვა →
პატარა ბიჭს დახმარება სჭირდება
ქარელის „გორმედის“ კლინიკაში ახლა ერთი პატარა ბიჭი სრულიად მარტო წევს. დედა ვერ მიდის — სახლში სხვა პატარა შვილები ჰყავს და ვერ ტოვებს.
სრულად ნახვა →