
დაგვეხმაროთ 6 წლის დაჩის მკურნალობის გაგრძელებაში
🙏 **გთხოვთ, გააზიაროთ დედის პოსტი და დაგვეხმაროთ 6 წლის ბავშვისთვის მკურნალობის გაგრძელებაში.**
ახლა გაჩერება დანებებას ნიშნავს. მკურნალობის შეწყვეტა კი ჩემი 6 წლის შვილისთვის შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს.
ჩემი შვილი სასწაულით გადამირჩა — ჩვენს თვალწინ მეორე სართულიდან გადმოვარდა. მაშინ არავის გვეგონა, თუ გადარჩებოდა...
მან უმძიმესი დაზიანებები მიიღო, მათ შორის უიშვიათესი თვალის ფსკერის მოტეხილობა. ჩაუტარდა **ორი უმძიმესი ოპერაცია — ერთი საქართველოში, მეორე თურქეთში.**
დღემდე გავდივართ რეაბილიტაციას, მკურნალობასა და კვლევებს. ამ ეტაპზე მხედველობა მხოლოდ **20%-ია.**
ასევე საყურადღებოა ღვიძლის მდგომარეობა. აუცილებელია მისი მუდმივი კონტროლი, კვლევებისა და საჭირო მკურნალობის გაგრძელება.
💔 **გთხოვთ, ამ გზაზე მარტო ნუ დაგვტოვებთ.**
თურქეთში ჩასვლისას ჯერ არ ვიცით, კონკრეტულად რა მდგომარეობა დაგვხვდება და რა დამატებითი კვლევა თუ მკურნალობა გახდება საჭირო.
თანხის ნაწილი თქვენი თანადგომით უკვე შეგროვდა, რისთვისაც თითოეულ თქვენგანს მთელი გულით მადლობას გიხდით. 🙏
დღეს კიდევ ერთხელ გთხოვთ დახმარებას — **თუნდაც 1 ლარით.**
ჩვენთვის თითოეული ლარი მნიშვნელოვანია. ზოგჯერ ერთი შეხედვით პატარა დახმარებაც კი დიდი იმედის ნაწილი ხდება.
თუ თანხით დახმარება არ შეგიძლიათ, გთხოვთ, **გააზიაროთ ეს პოსტი.** შესაძლოა, სწორედ თქვენი გაზიარებით მივიდეს ეს თხოვნა იმ ადამიანამდე, ვისაც დახმარება შეუძლია.
🙏 **გთხოვთ, მომეშველეთ და ჩემი შვილი ამ ბრძოლაში მარტო არ დატოვოთ.**
არავის ვუსურვებ იმ გზის გავლას, რომელსაც ახლა ჩვენ გავდივართ.
**ჩვენი იმედი უფალი და თქვენი თანადგომაა. ❤️**
🏦 დახმარების რეკვიზიტები
დახმარება ირიცხება პირდაპირ ბენეფიციარის/ოჯახის ანგარიშზე.
თიბისი ბანკი:
GE90TB7929145068100052
საქართველოს ბანკი:
GE51BG0000000613499769
მობილურის ნომერი:
591807896
💚 მხარი დაუჭირე „ნათელ თვალს“
თქვენი მხარდაჭერა გვეხმარება საიტის განვითარებაში, ტექნიკურ მომსახურებასა და ბავშვების შესახებ ინფორმაციის უფრო ფართოდ გავრცელებაში.
♥ საიტის მხარდაჭერა