← მთავარზე დაბრუნება
17 წლის დათოსთვის დათას სიცოცხლისთვის ბრძოლა გრძელდება

17 წლის დათოსთვის დათას სიცოცხლისთვის ბრძოლა გრძელდება

❤️ **ადამიანებო, თქვენ ჯერ კიდევ ვერ იაზრებთ, რა საოცარი ადამიანები ხართ!**

🥹 დათას დასახმარებლად უკვე ჩაირიცხა **41 000 ლარი!** ეს თანხა თქვენ — თითოეული თქვენგანის დახმარებით, გაზიარებითა და თანადგომით — სულ რაღაც **3 დღეში** შეგროვდა. 🙏❤️

მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც დათას გვერდით დადგა. ეს მართლაც უდიდესი ერთობის მაგალითია. ❤️

🙏 **თუმცა დათას სიცოცხლისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა.**

კლინიკიდან მივიღეთ განახლებული კალკულაცია. თავდაპირველად მკურნალობისთვის საჭირო იყო **28 000 დოლარი**, თუმცა ახალი კალკულაციის მიხედვით სრული საჭირო თანხა უკვე **31 000 დოლარს შეადგენს.**

💔 ამიტომ ახლა გაჩერების უფლება არ გვაქვს — ბრძოლას ვაგრძელებთ!

🙏 როგორც იცით, დათას უკვე ჩაუტარდა **ქიმიოთერაპიის პირველი კურსი**. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია და მკურნალობა გრძელდება.

❤️ **დათას მხოლოდ 17 წელი აქვს.**

დავით სახოკიას დაუდგინდა **ლიმფომა — ლიმფური სისტემის ავთვისებიანი სიმსივნე.** ამჟამად ის მშობლებთან ერთად თურქეთში იმყოფება და სიცოცხლისთვის იბრძვის.

📚 დათა გამორჩეულად ნიჭიერი ახალგაზრდაა. სკოლას მაღალი აკადემიური მოსწრებით ამთავრებს და **ოქროს მედლის კანდიდატია**. ის ეროვნული ცეკვების ანსამბლის მოცეკვავეა და სამედიცინო უნივერსიტეტში ჩაბარებას გეგმავდა.

🩺 დათას ოცნება ექიმობაა — მას სურდა მომავალში სხვა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა.

დღეს კი თავად დათას სჭირდება ჩვენი დახმარება. 🥹❤️

⏳ **აქ დრო ძალიან მნიშვნელოვანია.** მკურნალობა უნდა გაგრძელდეს და ამისთვის ოჯახს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება.

💳 **ერთი ლარიც კი მნიშვნელოვანია.**

1 ₾ შეიძლება მცირე თანხა გვეგონოს, მაგრამ როდესაც ათასობით ადამიანი ერთიანდება, სწორედ ამ ერთი ლარებით იქმნება ძალა, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის შეცვლა შეუძლია. ❤️

🌐 **დათას შესახებ სრული ინფორმაციის, დახმარების ანგარიშებისა და განახლებების სანახავად გადადით „ნათელი თვალის“ ოფიციალურ საიტზე:** **natelitvali.ge**

🤍 საიტიდან შეგიძლიათ გაეცნოთ დათას ისტორიას და აირჩიოთ თქვენთვის მოსახერხებელი დახმარების მეთოდი.

📲 **თუ თანხის გადარიცხვა არ შეგიძლიათ, გთხოვთ გააზიაროთ ეს პოსტი.** ერთმა გაზიარებამაც კი შეიძლება ეს ინფორმაცია მიიტანოს ადამიანამდე, რომელიც დათას დახმარებას შეძლებს.

🙏 და აუცილებლად ილოცეთ დათასთვის. ოჯახისთვის თქვენი თითოეული სიტყვა, ლოცვა და თანადგომა ძალიან ბევრს ნიშნავს.

❤️ **არ გავჩერდეთ მეგობრებო.** ჩვენ უკვე ვაჩვენეთ, რამდენის გაკეთება შეგვიძლია ერთად.

ახლა ეს ბრძოლა ბოლომდე უნდა მივიყვანოთ.

**ერთად დათას სიცოცხლისთვის! ❤️🙏**

_პოსტის სხვა გვერდზე გავრცელების შემთხვევაში გთხოვთ მიუთითოთ წყარო — „ნათელი თვალი“ / natelitvali.ge._

🏦 დახმარების რეკვიზიტები

დახმარება ირიცხება პირდაპირ ბენეფიციარის/ოჯახის ანგარიშზე.

საქართველოს ბანკი:

თიბისი ბანკი:

მიმღები:

💚 მხარი დაუჭირე „ნათელ თვალს“

თქვენი მხარდაჭერა გვეხმარება საიტის განვითარებაში, ტექნიკურ მომსახურებასა და ბავშვების შესახებ ინფორმაციის უფრო ფართოდ გავრცელებაში.

♥ საიტის მხარდაჭერა