
ნიკა წლების განმავლობაში სხვების დასახმარებლად იბრძოდა — დღეს დახმარება თავად ნიკას სჭირდება
❤️ **დღეს დახმარებას ის ადამიანი ითხოვს, რომელიც აქამდე სხვების დასახმარებლად იბრძოდა…**
ზოგჯერ ყველაზე რთული სწორედ დახმარების თხოვნაა — განსაკუთრებით მაშინ, როდესაც წლების განმავლობაში თავად ცდილობდი სხვებისთვის ყოფილიყავი საყრდენი.
დღეს გვინდა გაგიზიაროთ **ნიკას ისტორია და მისი გულწრფელი მიმართვა.** 🙏
🫂 წლების განმავლობაში ნანი საკუთარი შესაძლებლობებით ცდილობდა ადამიანების პრობლემების გაშუქებას, მათი ისტორიების საზოგადოებამდე მიტანას და მათ გვერდით დგომას.
მისივე თქმით, ამ გზაზე საზოგადოების დახმარებით არაერთი ადამიანის ცხოვრებაში შეძლო ცვლილების შეტანა. მუდმივი მხარდამჭერების დახმარებით შეიძინა სამუშაო ტექნიკაც და შეძლო საკუთარი იდეებისა და მიზნების განხორციელება.
მაგრამ დღეს თავად აღმოჩნდა რთულ ფინანსურ მდგომარეობაში.
💔 **„ეს პოსტი არ იქნება სხვის დასახმარებლად. ეს პოსტი იქნება ჩემთვის.“**
ნიკა წერს:
„ვინც მიცნობს, იცის ჩემი შესაძლებლობები, იცის, რამხელა პასუხისმგებლობის აღება შემიძლია და ისიც იცის — თუ რამეს ვიტყვი, აუცილებლად შევასრულებ.
თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ზღვარი. მათ შორის — ჩემს მოტივაციასაც.
21 წლის ასაკში აღმოვჩნდი ეტაპზე, რომელსაც უბრალოდ გადარჩენა ჰქვია — რით ვიარსებო ხვალ? როგორ გადავიხადო გადასახადები? როგორ შევქმნა დანაზოგი და როგორ გავაგრძელო ის საქმე, რომლის კეთებაც შემიძლია და მიყვარს?
ცხოვრებაში პირველად მინდა დახმარება ჩემთვის გთხოვოთ.
თუ ერთხელ მაინც შევხებივარ თემას, რომელიც თქვენ გაწუხებდათ; თუ ერთხელ მაინც დაგინახავთ საკუთარი თავი ჩემს მიერ მოყოლილ ისტორიაში; თუ ფიქრობთ, რომ ჩემი საქმიანობით თუნდაც ერთი კარგი რამ გამიკეთებია — დღეს მე მჭირდება თქვენი გვერდში დგომა.
ჯერ დიდი გეგმების დრო არ არის. ახლა მთავარი გადარჩენა და ფეხზე დადგომაა.
ჩემში ცხოვრობს ის, რასაც შემოქმედება ჰქვია — და ვიცი, რომ ამას ვერაფერი მოკლავს.
მე მჯერა, რომ დადგება დრო, როდესაც ჩემს სახელს ისევ გაიგებთ — სხვა ეტაპზე, სხვა მასშტაბით და სრულიად სხვა რეალობაში.“
🤍 **ადამიანი, რომელიც აქამდე სხვების ისტორიებს გვიყვებოდა, დღეს საკუთარ ისტორიას გვიყვება.**
თუ გაქვთ შესაძლებლობა და სურვილი, შეგიძლიათ დაეხმაროთ ნიკას ნებისმიერი თანხით. ზოგჯერ სწორედ საზოგადოებისგან მიღებული მცირე მხარდაჭერა აძლევს ადამიანს დროსა და შესაძლებლობას, რომ რთული ეტაპი გადაიაროს და თავიდან დაიწყოს.
💳 ანგაღისი ნახვის სანახავად გთხოვთ გადახვიდეთ ჩვენს საიტზე. www.natelitvali.ge
🙏 თუ ფინანსური დახმარების შესაძლებლობა არ გაქვთ, შეგიძლიათ **გააზიაროთ ეს პოსტი** — შესაძლოა ინფორმაცია სწორედ იმ ადამიანამდე მივიდეს, ვისაც დახმარების შესაძლებლობა ექნება.
❤️ „ნათელი თვალის“ მთავარი იდეაც სწორედ ეს არის — როცა ერთ ადამიანს უჭირს, ბევრი ადამიანის მცირე თანადგომამ შეიძლება ძალიან დიდი ძალა შექმნას.
**დღეს ეს თანადგომა ნიკას სჭირდება.**
🏦 დახმარების რეკვიზიტები
დახმარება ირიცხება პირდაპირ ბენეფიციარის/ოჯახის ანგარიშზე.
საბანკო ანგარიში:
GE25BG0000000574050434
თიბისი ბანკი:
GE21TB7977845061100115
მიმღები:
ნანი კიკნაძე
💚 მხარი დაუჭირე „ნათელ თვალს“
თქვენი მხარდაჭერა გვეხმარება საიტის განვითარებაში, ტექნიკურ მომსახურებასა და ბავშვების შესახებ ინფორმაციის უფრო ფართოდ გავრცელებაში.
♥ საიტის მხარდაჭერა