← მთავარზე დაბრუნება
5 წლის დათის სიცოცხლის გადასარჩენად, მარტოხელა 33 წლის დედამ სახლი გაყიდა

5 წლის დათის სიცოცხლის გადასარჩენად, მარტოხელა 33 წლის დედამ სახლი გაყიდა

გამარჯობა, მეგობრებო ❤️

ძალიან ბევრჯერ დავწერე და წავშალე ეს პოსტი… ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, კიდევ ერთხელ გთხოვოთ თანადგომა ჩემი დათასთვის.

უპირველესად, მინდა თითოეულ თქვენგანს უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ ყველაფრისთვის, რაც აქამდე ჩემი შვილისთვის გაგიკეთებიათ. ნამდვილად არ მეგონა, რომ კიდევ მომიწევდა თქვენთვის დახმარების თხოვნა, მაგრამ დღეს ისევ თქვენი იმედი მაქვს.

როგორც ბევრმა თქვენგანმა იცით, იანვარში დათასთან ერთად თურქეთში, მემორიალის კლინიკაში ვიყავით. იქ გავიგეთ, რომ აგვისტოში ჩატარებულმა ოპერაციამ, სამწუხაროდ, სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. თავიდანვე გაფრთხილებული ვიყავით, რომ არსებობდა ალბათობა, დათას დამატებითი ოპერაცია დასჭირვებოდა.

ახლა კიდევ ერთი ოპერაციაა საჭირო და ამჯერადაც რისკზე მივდივართ. თუ ეს ოპერაციაც უშედეგო აღმოჩნდება, შემდგომ ეტაპზე უკვე საჭირო გახდება გადანერგვა ლოყის ან ტუჩის შიდა ნაწილიდან, რათა დათამ შეძლოს შარდის ნორმალურად გამოყოფა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომავალში ამ პრობლემამ შესაძლოა მის ჯანმრთელობას სერიოზული გართულებები შეუქმნას.

ორ თვეზე მეტხანს ველოდებოდით ჯანდაცვისგან დაფინანსების პასუხს. მთელი გულით მჯეროდა, რომ ოპერაცია სრულად — 100%-ით დაფინანსდებოდა, თუმცა, სამწუხაროდ, დაფინანსება მხოლოდ **50%-ით** მივიღეთ.

ოპერაციის სრული ღირებულება **5 000 აშშ დოლარია**.

ახლა ორი თვე გვაქვს იმისათვის, რომ დარჩენილი თანხა შევაგროვოთ და დათას ოპერაცია ჩავუტაროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა მიღებული დაფინანსებაც დავკარგოთ.

ძალიან მიჭირს კიდევ ერთხელ დახმარების თხოვნა, მაგრამ ჩემი შვილის ჯანმრთელობისთვის სხვა გზა არ მაქვს.

თქვენი უდიდესი იმედი მაქვს, რომ ამ ერთხელაც დაგვიდგებით გვერდით. ❤️ თუნდაც მცირე დახმარება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ფინანსურად დახმარების შესაძლებლობა არ გაქვთ, ამ პოსტის გაზიარებაც უდიდესი მხარდაჭერა იქნება.

📎 პოსტს თან ვურთავ **ფორმა №100-სა და კლინიკის პროფორმას**, რათა ყველა ინფორმაცია და საჭირო დოკუმენტაცია ხელმისაწვდომი იყოს.

💳 **დახმარებისთვის საბანკო ანგარიშები განთავსებულია ჩვენს საიტზე.**

მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც აქამდე დათას გვერდით იდგა, დაგვეხმარა, გაგვამხნ

🏦 დახმარების რეკვიზიტები

დახმარება ირიცხება პირდაპირ ბენეფიციარის/ოჯახის ანგარიშზე.

თიბისი ბანკი:

საბანკო ანგარიში:

პირადო ნომერი:

PayPal:

მიმღები:

მობილურის ნომერი:

💚 მხარი დაუჭირე „ნათელ თვალს“

თქვენი მხარდაჭერა გვეხმარება საიტის განვითარებაში, ტექნიკურ მომსახურებასა და ბავშვების შესახებ ინფორმაციის უფრო ფართოდ გავრცელებაში.

♥ საიტის მხარდაჭერა